LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ივანიშვილმა ადვილად შესასრულებელი დაპირებაც ვერ შეასრულა” – ოქრუაშვილიც თავისუფალია

118
BeFunky-collage (4)

ერთადერთი ადვილად შესასრულებელი დაპირება გასცა ივანიშვილმა, რომ კიდევ ბევრ ოპოზიციონერს მრავალი წლით ციხეში გაუშვებდა და ეს დაპირებაც ვერ შეასრულა, – ასეთი განცხადება გააკეთა საპატიმროდან გამოსულმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებთან.

მან ოპოზიციის წევრებს, ასევე დიპლომატებს მადლობა გადაუხადა.

„ერთადერთი ადვილად შესასრულებელი დაპირება გასცა ივანიშვილმა, რომ კიდევ ბევრ ოპიზიციონერს მრავალი წლით ციხეში გაუშვებდა და ეს დაპირებაც ვერ შეასრულა, ხომ ხედავთ. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა 8 მარტის შეთანხმების გაფორმებაში, რომლის ნაწილიც, რა თქმა უნდა, ჩვენი გათავისუფლება იყო. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ოპოზიციის ყველა ლიდერს და განსაკუთრებულ მადლობას ვეუბნები ამერიკის ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს, ასევე ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს“,-განაცხადა ოქრუაშვილმა.

“ბოქსირებული განყოფილებიდან გამოვედი” – უგულავას პირველი კომენტარი საპატიმროს დატოვების შემდეგ

შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი “ევროპული საქართველოს” წევრი გიგი უგულავა, ასევე პატიმრობაში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილი, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ შეიწყალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები