LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ივანიშვილმა ევროპა გააოცა, ერთ მხარესაა ინტელექტუალური, ნათელი ხალხი, ხოლო მეორე მხარეს სრული კატასტროფაა” – სააკაშვილი

4D3D6EB8-5427-4C14-B33A-4A59C1AF4E81_cx31_cy1_cw64_w650_r1_s

“ერთ მხარესაა ჭკვიანი, ინტელექტუალური, განათლებული, ნათელი, კარგი ხალხი, ხოლო მეორე მხარესაა სრული კატასტროფა” – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა  facebook-ის პირად გვერდზე ვიდეომიმართვისას განაცხადა. ის აღნიშნავს, რომ გუშინ ლიეჟში მომხდარი ინციდენტით ბიძინა ივანიშვილმა ევროპა გააოცა. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან ე.წ ტიტუშკების, ნარკომანებისა და მოჭიდავების გაგზავნა სამარცხვინო ფაქტი იყო. მისივე თქმით, შემდეგი შეკრებები სხვა ქვეყნებში უფრო შინაარსიანი იქნება.

„მე მინდა ქართველთა კრებაზე გუშინ დამსწრე ყველა ადამიანს მადლობა ვუთხრა. ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვიდა, სამწუხაროდ, ყველასთან ვერ მოვახერხე ცალ-ცალკე გასაუბრება, მაგრამ ამის საშუალება მოგვეცემა. დიდი მადლობა იმისათვის, რომ ჩამოხვედით თვითმფრინავებით, მანქანებით, ავტობუსებით ძალიან შორი მანძილიდან – ესაა ქართული ემიგრაციის გაერთიანების მნიშვნელოვანი ისტორიული დასაწყისი. საქართველოს შრომითი, ადამიანური რესურსები, სამწუხაროდ, ახლა ქვეყნის გარეთაა. ამ ხალხის დაბრუნება საქართველოში, ამის მომზადება, თქვენი ინტელექტუალური რესურსების გამოყენება არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომელიც მე ჩემ თავს პირადად დავუსახე.

დიდი მადლობა იმ სითბოსთვის. გუშინ, ივანიშვილმა მართლაც გააოცა ევროპა. სამარცხვინო იყო დიდი რაოდენობის ნარკომანების გამოგზავნა, მოჭიდავეების ჩამოყვანა. ახლა ვუყურებდი სურათებს, რომ დაყარეს უამრავი დახეული პლაკატი. გამოჩნდა ნათლად, ერთ მხარესაა ჭკვიანი, ინტელექტულური, განათლებული, ნათელი, კარგი ხალხი, ხოლო მეორე მხარესაა სრული კატასტროფა. არ შეიძლება ბოლოს ამ კატასტროფამ გაიმარჯვოს. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ უფრო მაგრები ვართ, ძლიერები ვართ. სწორი ხალხი ხართ, სწორი ხალხი ვართ და სწორ გზას ვადგავართ. ჩვენ შემდეგი შეკრებები ბევრად უფრო შინაარსიანი გვექნება იმ გაგებით, რომ ბევრად მეტი უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს. იქნება შეხვედრები საბერძნეთში, იტალიაში, ყველა სხვა ქვეყანაში, სადაც უფრო კომპაქტურად არიან ქართველები“, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/videos/1978542299114372/

 

შეგახსენებთ, ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესების სასახლეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს გუშინ შეხვდა. როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, შეხვედრაზე ჩავიდნენ ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნიდან.ლიეჟში იმყოფებოდნენ აგრეთვე საქართველოდან ჩასული „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და აქტივისტები.

შეხვედრას ვერ დაესწრო ემიგრანტების ნაწილი. როგორც თავად მათ განაცხადეს, განსხვავებული აზრის გამოთქმა სურდათ, რის გამოც, შეხვედრაზე არ შეუშვეს. დარბაზში შესვლისას სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g