LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანკა ტრამპმა არჩევნებისთვის ქალების ხმების მოგება ორიგინალური გზით გადაწყვიტა

201
ivankatrump20930

ამერიკის პრეზიდიენტის, დონალდ ტრამპის უფროსი ქალიშვილი და მრჩეველი ივანკა ტრამპი აქტიურადაა ჩართული მამის საპრეზიდენტო კამპანიაში. ამჯერად ის მამას სატელევიზიო დებატებზე ახლდა. ამბობენ, რომ სწორედ მან მოამზადა დონალდ ტრამპის გამოსვლის ტექსტიც. ამ დღეს ივანკამ განსაკუთრებული აქცენტი ქალებზე გააკეთა და მათი ხმების მოზიდვა უცნაური გზით შეძლო. ის ცნობილი ამერიკული ბრენდის, „გაბრიელა ჰირსტის“ თეთრი ასნაბლით გამოჩნდა. თეთრ პიჯაკსა და შარვალს, ივანკამ თეთრი ფეხსაცმელი და ჩანთა შეუხამა. ამბობენ, რომ დიზაინერი ივანკამ საგანგებოდ შეარჩია, რადგან წელს სწორედ გაბრიელა ჰირსტს გადაეცა წლის დიზაინერის პრიზი ქალთა თვითშეფასების ამაღლების მიმართულებით.

აქვე გაბრიელა ჰირსტი ეკოლოგიური მოდის დიდი მოყვარულია. ამდენად ივანკამ ერთნაირად მოხიბლა ქალები და ეკოლოგიის დამცველები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g