1 ივლისიდან მეტრო დილის 6:00 საათიდან საღამოს 23:00 საათამდე იმუშავებს. მიზეზი მეტროში არსებული ელექტროგაყვანილობის და ვენტილაციის რეაბილიტაციაა. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, სამუშაოები მთლიანად 2020 წლის ივლისში დასრულდება.
“მძიმე მდგომარეობა გვაქვს ელექტროგაყვანილობის თვალსაზრისით. აზიის განვითარების ბანკის მიერ 15 მილიონი დოლარი გამოიყო, რომელიც ძალოვანი კაბელების ჩანაცვლებას და მთლიან რეაბილიტაციას მოხმარდება. დაახლოებით, 450 კმ ძალოვანი კაბელი ჩანაცვლდება ახალი, თანამედროვე კაბელებით. პროექტის ფარგლებში ასევე მოხდება 28 საგვირაბე-გამნიავებლის და 32 ახალი, ევროპული სტანდარტის ვინტილატორების მონტაჟი,” – განაცხადა კახა კალაძემ.
მერის ინფორმაციით, თბილისის მეტროს გახსნის შემდეგ, ამ ტიპის სამუშაოები არ განხორციელებულა.