LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივლისიდან, საქართველოში კურორტების განვითარების სააგენტო დაარსდება

121
ბახმარო

საქართველოში ახალი სსიპ – კურორტების განვითარების სააგენტო იქმნება, რომელიც ფუნქციონირებას მიმდინარე წლის ივლისში დაიწყებს. ამის შესახებ მთავრობის 20 ივნისის დადგენილებიდან ირკვევა.

როგორც ამავე დადგენილებაში წერია, სააგენტოს უფლებამოსილება განისაზღვრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით.

არსებული ინფორმაციით, სააგენტოს ძირითადი ამოცანები იქნება: ბალნეოლოგიური კურორტების, ასევე მთის კურორტების და სხვა საკურორტო ადგილების განვითარება/ხელშეწყობა; ახალი, პოტენციური კურორტების კვლევა/შესწავლა და შესაბამისი გენგეგმების მომზადება; აღნიშნული ადგილების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობა და განვითარების ხელშეწყობა; ამ მიმართულებებით ინვესტიციებისა და გრანტების მოზიდვისათვის სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობა, პროცესის ხელშეწყობა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში 300-მდე კურორტი და საკურორტო ადგილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g