LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივლისში თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს 105 ათასი მგზავრი დააკლდა

124
aeroporti-770x396

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა 2019 წლის ივლისში საქართველოს აეროპორტების მიერ გადაყვანილი მგზავრთნაკადის სტატისტიკის შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენები საქართველოს ავიაბაზარზეც აისახა.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ჯამურად 10 პროცენტიანი კლება აღინიშნება,“ –  განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

მისი თქმით, კლების ნაცვლად, თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში მგზავრთნაკადის გაზრდა 9-10 პროცენტით იყო გათვლილი.

„ივლისში მგზავრთანაკადის ჯამურ მაჩვენებელს ამ ორ აეროპორტში უნდა მიეღწია 590 ათასისთვის, რის ნაცვლადაც მივიღეთ მხოლოდ 485 ათასი მგზავრი.  მხოლოდ ივლისში თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს 105 ათასი მგზავრი დააკლდა,“ – განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.

წინა ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში დაფიქსირდა მგზავრთნაკადის ზრდის მნიშვნელოვანი დინამიკა. 2019 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით (იანვარი-ივნისი), საქართველოს ხუთივე აეროპორტი ჯამში  2,487,575 მგზავრს მოემსახურა, რაც 18 % ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს – 2018 წელს 2,103,126 მგზავრი.  სამწუხაროდ, ნაცვლად ზრდის ამ დინამიკის შენარჩუნებისა, გვაქვს სერიოზული კლება ივლისის თვიდან.

შესაბამისად, 2019 წლის ჯამში 7 თვის ნაცვლად 18%-იანი ზრდის შენარჩუნებისა, ზრდის მაჩვენებელი დაეცა 12 პროცენტამდე და ეს ტრენდი დაღმავალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g