LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივნისში მსოფლიოს მასშტაბით ჰაერის ტემპერატურამ საგრძნობლად მოიმატა

75
hotnews

ივნისში მსოფლიოს მასშტაბით ჰაერის ტემპერატურამ საგრძნობლად მოიმატა, აღნიშნულ ინფორმაციას „ფორბსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ივნისის თვეში პალმ სპრინგსში არა მხოლოდ ყველა დროის მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა, არამედ ყველაზე მაღალი მაჩვენებელიც ივნისის თვეში, ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით. სიცხემ რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია ფინეთსა (31.7გრ.ც) და მექსიკაშიც (51.4 გრ.ც)

1901 წლის შემდეგ პირველად, სარეკორდო სიცხე დაფიქსირდა მოსკოვში, ციმბირში კი მიწის ზედაპირის ტემპერატურა 47.8 გრადუს ცელსიუსს აღწევს. მეტეოროლოგების თქმით, საქმე რასაკვირველია გლობალურ დათბობას და მის შედეგებს ეხება. ისინი გვაფრთხილებენ, რომ ცვლილებები მხოლოდ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს კლიმატის შეცვლით არ გამოიხატება და მაგალითად სამხრეთ აფრიკის მონაცემები მოჰყავთ, სადაც ზამთარში ტემპერატურა 25 გრადუს ცელსიუსს ასცდა.

სფეროს სპეციალისტების აზრით, პროცესის შესანელებლად ყველაფერი რაც შეიძლება მალე უნდა გაკეთდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შესაძლოა პლანეტა გამოუსწორებელ შედეგებამდე მივიდეს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები