LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის პარკში მცხოვრებ ზღაპრის პერსონაჟს განასახიერებდა“ – იაპონიაში სიცხისგან 11 ადამიანი დაიღუპა

164
-108125105-gettyimages-1157638806

იაპონიაში მაღალი ტემპერატურის გამო, კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. მამაკაცი, რომელსაც გასართობ პარკში საკარნავალო კოსტუმი ეცვა მეთერთმეტეა მათ შორის, ვინც 2019 წლის ზაფხულის სიცხეს ემსხვერპლა.

ოსაკაში, ჰირაკატას პარკში, 28 წლის კაცს 16 კილოგრამიანი კოსტუმი 20 წუთის განმავლობაში ეცვა და ცეკვავდა. მოულოდნელად კი დაეცა. შემთხვევა საღამოს მოხდა, როცა ტემპერატურა 28.7 გრადუსი იყო. მთელი დღის განმავლობაში კი ქალაქში 33.2 გრადუსი ფიქსირდებოდა.

გონდაკარგული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. ამის გამო, პარკში დაგეგმილი ყველა ის ღონისძიება გაუქმდა, სადაც მსგავსი კოსტუმები უნდა გამოეყენებინათ.

მამაკაცი, რომელიც გარდაიცვალა, პარკში მცხოვრებ ზღაპრის პერსონაჟს განასახიერებდა. 

პარკის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ინციდენტს შეისწავლის მომავალში მსგავსი ინციდენტის თავიდან აცილებისთვის.

ოფიციალური მონაცემებით, გასული კვირის განმავლობაში, სიცხის გამო 5,000-ზე მეტ ადამიანს მოუწია საავადმყოფოში მკურნალობა. მათი 50% 65 წელს გადაცილებული პირები არიან.

ტემპერატურა სავარაუდოდ, შემდეგი კვირის განმავლობაშიც საშუალოზე მაღალი იქნება – ასეთია ამინდის პროგნოზი.

აღსანიშნავია, რომ იაპონიას მაღალი სიცხეები და ამის გამო, ფატალური შედეგი შარშანაც დაატყდა თავს. გასულ ზაფხულს ქვეყანაში, სიცხის გამო, 65 ადამიანი გარდაივალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები