LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იყავით მარტო იქამდე, სანამ არ იპოვით „თქვენს“ ადამიანს

10864
julia-roberts-alone

მარტოობაში ცუდი არაფერია. ეს არც უცნაურია და არც ცუდი იქამდე, სანამ თქვენ თავად არ გადაწყვეტთ, რომ ეს ასეა. ყურადღებას ნუ მიაქცევთ, რას ამბობს ხალხი, ისინი ყოველთვის იპოვიან სათქმელს.

ამერიკელი ფსიქიოლოგის მოწოდება, რომელსაც არაერთი განქორწინებული ქალბატონისთვის გაუწევია ფსიქოლოგიური კონსულტაცია, სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია.

  • მარტოობა გაცილებით უკეთესია, ვიდრე უსასრულო პაემნები ისეთ ადამიანებთან, რომლებთანაც საერთო არაფერი გაქვთ და ეს თავადაც იცით.
  • ყველა ქალი იმსახურებს ისეთ მამაკაცს, რომელიც მასზე იზრუნებს, რომელიც მასზე შეყვარებული იქნება და გააბედნიერებს, რომელიც არა მხოლოდ ილაპარაკებს იმის შესახებ, რომ თქვენთან ყოფნა უნდა, არამედ ნამდვილად იქნება თქვენს გვერდით ყველაზე რთულ მომენტებშიც კი.
  • თქვენ იმსახურებთ მამაკაცს, რომელსაც ეყვარებით ისეთი, როგორიც ხართ.
  • მამაკაცს, რომელიც თქვენთან ყველა შეხვედრას მოუთმენლად დაელოდება და ყოველთვის ენდომება იცოდეს, სად და როგორ ხართ.
  • მამაკაცს, რომელიც მუდამ გამონახავს სათანადო დროს თქვენთვის და თქვენთან ყოფნისთვის.
  • რომელიც ყველასთან ისაუბრებს თქვენს შესახებ და თქვენით იამაყებს.
  • რომელიც მუდმივად მზად იქნება წავიდეს კომპრომისზე, თქვენი მომავლისათვის და რომელსაც ნამდვილად ენდომება თქვენთან საერთო მომავალი.
  • და თუ იქამდე, ვიდრე ასეთ მამაკაცს იპოვით, მარტოობას აირჩევთ, ეს თქვენთვის უკეთესი იქნება. ერთ დღესაც ამის გამო თქვენს თავს მადლობას ეტყვით.
  • მარტოობა არც სასჯელია და არც განაჩენი. მარტოობის პერიოდში საშუალება გეძლევათ, უკეთ გაიცნოთ საკუთარი თავი და გაიგოთ, რა გსურთ ცხოვრებაში, შემდეგ კი ადვილად იცნოთ ის ერთადერთი ადამიანი, რომელთან ერთად დაბერებაც მოგინდებათ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g