LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იყიდება DeLorean, რომელსაც წყალზე „სიარული“ შეუძლია

141
car-on-water-news

აუქციონის სახლმა Bring a Trailer გასაყიდად საკმაოდ უნცაური ლოტი გამოიტანა. ეს არის ავტომობილი, რომელსაც საჰაერო ბალიში მოყვება და გადაადგილება წყალზეც შეუძლია.

მცურავი DeLorean-ის შექმნა ჯერ კიდევ 11 წლის წინ დაიწყო და 4 წლის შემდეგ დასრულდა. ავტომობილი Universal Hovercraft UH-13PT-ის კონსტრუქციაზეა აგებული და მასზე ხელნაკეთი ძარაა დამონტაჟებული. მოდელი ვიზუალურად ცნობილ ფილმში „უკან მომავალში“ გამოყენებულ ავტომობილს გავს. ლოტის პატრონმა ძარა ისე გააფორმა რომ ორიგინალს მაქსიმალურად დამსგავსებოდა.

რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, ავტომობილს ორ-ცილინდრიანი 627 კუბის მოცულობის ძრავი აქვს. როგორც მისი მფლობელი ირწმუნება, მანქანას წყალზე 50 კმ-სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია.

სალონში ადგილი 2 ადამიანისთვისაა გამოყოფილი – კაპიტანი და ერთიც მგზავრი. ორივე სავარძელი მოძრავია და მათი მოხსნა და სხვა ადგილას გადატანა ძალიან მარტივად ხდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g