LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იყიდეთ ნარკოტიკი თბილისში ონლაინ” – ინტერნეტში ნატკოტიკების გასაღებაზე გამოძიება მიმდინარეობს

2857
Computer-drugs-Shutterstock-Sinisa-Botas

ინტერნეტსივრცეში იძებნება საიტები, რომლებზეც ნარკოტიკების უპრობლემოდ შეძენაა შესაძლებელი. ერთერთ ასეთ საიტს უცხოური დომეინი აქვს, თუმცა მითითებულია, რომ ნარკოტიკების მიღება საქართველოს ნებისმიერ ქალაქშია შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ ნარკოდამნაშავეები უკვე კარგად ცნობილი სქემით მოქმედებენ, ისინი კონკრეტულ მისამართზე ტოვებენ ნარკოტიკს, შემდეგ კი, ადგილმდებარეობის ფოტოს და რუკას აგზავნიან.

 

როგორც “ფორტუნამ” გაარკვია, გადახდა ინტერნეტსაფულით ე.წ. კივით ან ბიტკოინით ხდება. შესაბამისად, მათი გაკონტროლება საკმაოდ რთულია.

“ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ამ საიტების შესახებ ინფორმაცია აქვთ და გამოძიებაც მიმდინარეობს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში ინტერნეტ სივრცეში ნარკოტიკების გასაღებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება,“ – განუცხადეს „ფორტუნას“ უწყებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g