LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იყო განხილვა, არავითარი დაპირისპირება – გამყრელიძე განმარტავს, რა მოხდა საკოორდინაციო საბჭოზე

155
ტიკარაზე გამყრელიძე

7 დეკემბერს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენლები არ გამოჩენილან, რამაც მედიაში კითხვები გააჩინა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ საკოორდინაციო საბჭოს წევრებს შორის დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

კერძოდ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ სხდომა დაპირისპირების გამო დატოვეს, რომელიც, ე.წ. მწვანე პასპორტების უვადოდ გაცემის თემას შეეხებოდა.

ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენლებს აქამდე საჯაროდ არაერთხელ დაუფიქსირებიათ, რომ არ იზიარებენ მთავრობის გადაწყვეტილებას, ე.წ. უვადო მწვანე პასპორტების შესახებ და საჭიროა ეს გადაწყვეტილება შეიცვალოს.

"ჩვეულებრივი მსჯელობა იყო" - ღიბრაძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ტიკარაძესა და გამყრელიძესთან დაპირისპირებას უარყოფს

არსებული ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭო დღეს ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ეკატერინე ტიკარაძემ და ამირან გამყრელიძემ სხდომა დატოვეს და მედიასთან განმარტებები არ გაუკეთებიათ, რამაც კითხვები გააჩინა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ გუშინდელ საკოორდინაციო საბჭოზე „არავითარი დაპირისპირება არ ყოფილა“.

მისივე განმარტებით, საბჭოს შემდგომ ბრიფინგზე ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენლები იმიტომ არ გამოვიდნენ, რომ არ იყო რაიმე სიახლე, რომლის შესახებაც ჯანდაცვის წარმომადგენლები ისაუბრებდნენ და საზოგადოებას გააცნობდნენ. 

ამის შესახებ განმარტება გამყრელიძემ „ტვ პირველთან“ გააკეთა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, იყო თუ არა დაპირისპირება საბჭოზე, ე.წ. მწვანე პასპორტების თემაზე, გამყრელიძე პასუხობს, რომ – „იყო განხილვა, არავითარი დაპირისპირება არ ყოფილა”.

“სიახლე ჯანდაცვის სფეროს გადასახედიდან არაფერი არ ყოფილა, რომ გვეთქვა, დანარჩენი სტატისტიკა გამოქვეყნდა დილით და გიორგი ღიბრაძემ გააკეთა განცხადება“, – დასძინა გამყრელიძემ.

შეკითხვაზე – შეიცვლის თუ არა პოზიციას, პრემიერი, ე.წ. მწვანე პასპორტების თემაზე, გამყრელიძე პასუხობს, რომ „ყველაფერი განხილვის ეტაპზეა“.

როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ე.წ. უვადო მწვანე პასპორტებს უჭერს მხარს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g