LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იყო შემთხვევა, როცა 5 ქალი ერთ პომიდორს ვჭამდით – ქართველი ემიგრანტების ემოციური ისტორიები [ვიდეო]

გზა საქართველოდან უცხო ქვეყნებამდე – თითქოს განსხვავებულია ემიგრანტების ცხოვრება, ემოციები, სამშობლოს ნოსტალგია, თუმცა ამავდროულად, მათ ერთი რამ აერთიანებთ – ეკონომიკური სიდუხჭირის გამო სამშობლოს მიტოვება. საქართველოდან შორს წასულები ყვებიან, რომ ხშირად ღირსების შემლახავ სამუშაოებზე უწევთ მუშაობა, რადგან სხვა გზა მათ უბრალოდ არ აქვთ.

ცალკე საკითხია იმ ადამიანების ქვეყნიდან გამგზავრება, რომელთაც ბილეთის ფული არ აქვთ და საქართველოს დატოვებას სხვადასხვა, სიცოცხლისთვის საშიში მეთოდებით ცდილობენ.

ემიგრანტებს პრობლემებთან გამკლავებაში 2007 წლიდან შოთო სიხარულიძე ეხმარება. “ემიგრანტების იმედი” – ასე ჰქვია ორგანიზაციას, რომლის ნუსხაშიც არა ერთი საქველმოქმედო კონცერტი და აქციაა. სიხარულიძე “ფორტუნასთან” ყვება, რომ შესული თანხა მთლიანად ემიგრანტებს ხმარდებათ, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ონკოლოგიური პაციენტია და სხვა ქვეყანაში იმყოფება.

მოსახლეობის აღწერის ბოლო მონაცემებით, ემიგრანტთა 45% მამაკაცია, დანარჩენი კი – ქალი. ქართველი ემიგრანტები ყველაზე ხშირად რუსეთში, საბერძნეთსა და იტალიაში მიდიან.

ემიგრანტების ემოციურ ისტორიებს “ფორტუნას” სიუჟეტიდან შეიტყობთ.