LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც სეირის საყურებლად მოვიდნენ” – რას იხსენებს ზურა გურიელიძე 13 ივნისის მოვლენებიდან

92
BeFunky-collage (12)

თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურა გურიელიძე გადაცემაში “გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” 2015 წლის 13 ივნისის მოვლენებს იხსენებს.

როგორც გურიელიძე საუბრობს, ტრაგედიის დღეს იყვნენ ადამიანები, რომლებიც დილიდან სეირის საყურებლად მივიდნენ.

“იყვნენ ადამიანები, რომლებიც დილიდან სეირის საყურებლად მოვიდნენ, თუმცა ძალიან ბევრი დასახმარებლადაც იყო მოსული. ჩვენ ვიყავით შიშველი ხელებით, რადგან ყველაფერი რაც გვქონდა და ყველაფერი რაც შევიძინეთ წყალმა წაიღო. მხოლოდ ერთი მანქანა გადარჩა, რომელიც ტერიტორიაზე არ იყო და დანარჩენი ყველა დავკარგეთ. ეს ადამიანები რომ არ მოსულიყვნენ ვერაფერს გავაკეთებდით. ძალიან დაგვეხმარნენ”, – აცხადებს ზურა გურიელიძე.

შეგახსენებთ, რომ 13 ივნისის ტრაგედიიდან 7 წელი გავიდა. წყალდიდობამ თბილისში 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2 ადამიანი. სტიქიამ ​დედაქალაქსა და მის შემოგარენში საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა დააზიანა.

წვიმა 13 ივნისის საღამოს 10 საათზე დაიწყო. 14 ივნისს, 0:30-ზე მდგომარეობა საშიში გახდა. დაზარალდა 200-მდე ოჯახი – 1000-მდე ადამიანი. სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი. დაიტბორა მზიურის ტერიტორია.

ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი, 13 მგელი და ბეჰემოტი აღმოჩნდა.

2015 წელს მდინარე ვერეს ადიდება ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოიწვია. ტრაგედიასთან ერთად, ეს დღე ერთიანობისა და სოლიდარობის სიმბოლოდაც იქცა. მოხალისეებმა სტიქიის შედეგებთან გამკლავება ერთიანი ძალებით დაიწყეს. დაღუპულებს დღეს დედაქალაქში 13 ივნისის მემორიალთან გაიხსენებენ.

 

ამავე თემაზე:

13 ივნისის ტრაგედიიდან 7 წელი გავიდა

13 ივნისის 4 გმირი, რომლებმაც ათეულობით ადამიანი გადაარჩინეს

“მზიურში” 13 ივნისის სიმბოლოს – ჰიპოპოტამ „ბეგის“ ქანდაკება გაიხსნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g