LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც სხვა პარტიებს წარმოადგენდნენ.. ყველას იდენტიფიცირება მოხერხდა“ – როგორ მიმდინარეობს ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნები

142
კობა ნაყოფია

„არჩევნებზე დაიშვა 49 638 ადამიანი, პირველადი სიიდან ამოღებულია მხოლოდ 118, მათ შორის იყვნენ სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და პარლამენტის ზოგიერთი წევრიც“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ კობა ნაყოფიამ განაცხადა და ენმ-ში მიმდინარე არჩევნები შეაფასა.

„ვერასდროს, ვერავინ გაიგებს, ვის მიეცით ხმა“ – „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები ტარდება

„დარეგისტრირებული იყო 49 756 ადამიანი, თუმცა შემდეგ გაფილტვრის ჯგუფმა იმუშავა და არჩევნებზე დაიშვა 49 638 ადამიანი, ანუ პირველადი სიიდან ამოღებულია მხოლოდ 118 ადამიანი.

ეს მეტყველებს იმაზე, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ძალიან ბევრი წევრი და მხარდამჭერი დარეგისტრირდა.

გაფილტვრის ჯგუფს მოუწია ძალიან ბევრი მუშაობა მცირე დროში, არ გამოვრიცხავ, რომ ადამიანების ერთეული შემთხვევები, შესაძლოა, გაიპაროს, მაგრამ ეს ალბათ იქნება მართლაც ერთეული შემთხვევები.

საბოლოო ჯამში, პრაქტიკულად ყველა ადამიანის იდენტიფიცირება მოხერხდა. იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც წარმოადგენდნენ სხვა პოლიტიკურ პარტიებს და პარლამენტის ზოგიერთი წევრიც, ალბათ თავად მიხვდებიან, ვისზეც ვსაუბრობ, მაგრამ ეს ამბავი, მათთვის სამწუხაროდ, არ გამოვიდა. ძირითადად, პროცესი მიმდინარეობს ძალიან კარგად, აქტიურობა არის მაღალი. კენჭისყრა ოდნავ მოგვიანებით დაიწყო, ალბათ 11-ის ნახევარზე. დაახლოებით 2 საათსა და 15 წუთში 9 363 ხმა მაღალი შედეგი და აქტივობაა. რაც შეეხება ფარულობას, სრულად უზრუნველყოფილია, სისტემა გამართულად მუშაობს, ვერავინ ვერასდროს გაიგებს, ვინ მიიღო ამ არჩევნებში მონაწილეობა და ვის მისცა ხმა, გამორიცხულია“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

შეგახსენებთ, დღეს 10:00 საათიდან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევისთვის ხმის მიცემა დაიწყო.

არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება და თავმჯდომარეობისთვის ოთხი კანდიდატი – ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი იბრძვიან.

როგორც პარტიაში აცხადებენ, არჩევნებში მონაწილეობისთვის 50 000 ადამიანი დარეგისტრირდა.

ხმის მიცემის პროცესი ორ დღეს გაგრძელდება და 30 იანვარს დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g