ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომიაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:
„ფბ შემახსენა რა მძიმე დღე იყო მაშინაც 1 დეკემბერი… ნაადრევად დაგვიზამთრეს სულში წელსაც!!! მთელი გულით არ მინდოდა ყველას კარს რომ მისდგომოდა ეს ბოროტება, რა საშინელი დღე იყო 1 დეკემბერი, ვუყურებდი ორ უსულო ახალგაზრდას, რომლებმაც თავადაც არ იცოდნენ რა? რისთვის? და რატომ ? ჩაიდინეს… ნიკო კვარაცხელია ამ სისტემის მსხვერპლია! სხვასაც ნუ დაუხოცავთ შვილებს, ნუ უსწორდებით ახალგაზრდებს!
ძალიან ბევრი ფბ მეგობრის აზრი მაინტერესებს, ნათელი არ აკლია ჩემს შვილს ეჭვადაც არ მაქვს ეს ამბავი, ღვთის მოყვარე იყო, ჩვენ როდის ვიქნებით ნათელში როდის? თქვენმა მხარდაჭერილმა ქართულმა ოცნებამ , რატომ არ გამოიძია ნიკოს დახვრეტის საქმე რატომ? – მათ კისერზეა და იმიტომ!!!“ – წერს იზა ომიაძე.
ცნობისთვის, ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე 22 წლის ასაკში მოკლეს.
ფბ შემახსენა რა მძიმე დღე იყო მაშინაც 1 დეკემბერი… ნაადრევათ დაგვიზამთრეს სულში წელსაც!!! მთელი გულით არ მინდოდა ყველას…
Posted by Iza Omadze on შაბათი, 30 ნოემბერი, 2024