LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაბა ზარქუა: „ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ძალიან დაულაგებელი და აბურდულია, რასაც არ უნდა გიმტკიცებდნენ ტელეეკრანებიდან ექიმები თუ ჩინოვნიკები…“

294
jaba zarkua

ჰეპატოლოგი, გასტროენტეროლოგი ჯაბა ზარქუა სოციალურ ქსელში საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს კოვიდ-19-ის მართვის შესახებ საქართველოში და წერს, რომ თუკი რკინის ჯანდაცვა გვაზღვევს, მაშინ ფრენების აღდგენაც უნდა შეგვეძლოს.

გთავაზობთ ექიმის სტატუსს ამ თემაზე:

„ხალხს რომ წარბშეუხრელად ეუბნები, პატარა, მაგრამ იმდენად კოხტა და მოქნილი ჯანდაცვის სისტემა მაქვსო, ეპიდემია ბეჭებზე გავაკარი და ბარე ორ სუპერსახელმწიფოს სამედიცინო რჩევებს ვაძლევო, მერე ეგ ხალხი მოგიტრიალდება და სრულიად ლოგიკურად გაბრაზებული გკითხავს, შე კაცო, ასე თუა, მოდი მსოფლიოში მოწინავე ქვეყნებივით თავდაჯერებულად მოვიქცეთ ჩვენც და ფრენები აღვადგინოთ თუნდაც მწვანე ზონის ქვეყნებთანო, რადგან პირველი ტალღა თუ ავირიდეთ, მეორესთვის კი მზად ვართ და რკინის ჯანდაცვა გვაზღვევს, მაშინ ტყუილად რაღაზე გვაზარალებო. ჰოდა, აქ გაიჭედები და ვერ უპასუხებ, რომ სინამდვილეში ისევ ეკონომიკურ ზარალზე წასვლა გიჯობს, ვიდრე ამ “მოწინავე ჯანდაცვის” შეტოვება ვირუსის მასობრივ გავრცელებასთან და აიხლართები შენივე დემაგოგიაში.

ჰოდა, მე გეტყვით ხალხო, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ძალიან მოწყვლადი, დაულაგებელი და აბურდულია, ეს არის ფაქტი, რასაც არ უნდა გიმტკიცებდნენ ტელეეკრანებიდან ექიმები თუ ჩინოვნიკები.

ჰოსპიტალური სექტორი სრულად კი არა, სანახევროდაც არ ჩართულა ალბათ კოვიდთან ბრძოლაში ჯერ ეპიდემიოლოგების წყალობით, ჰოდა, ღმერთმა ნუ ქნას, ჩართვა მოუწიოს, მერე ძალიან მწარედ ვიწვნევთ საკუთარ ტყავზე ამ დაულაგებლიბასა და აბსურდულობას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g