LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაფარიძე გრიგორიადისზე: „ეს ბიჭი თუ ჩასვეს 7-იდან 11 წლამდე, ჩათვალეთ რომ 8-10 მარტის ამბები წავაგეთ“

308
ზურა ჯაფარა

„ეს ბიჭი თუ ჩასვეს 7-იდან 11 წლამდე, ჩათვალეთ რომ 8-10 მარტის ამბები წავაგეთ“, – წერს სოციალურ ქსელში „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე და 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის შესახებ პოსტს აქვეყნებს:

„ასე მარტივად დგას საკითხი:

რუსეთი მარტო ის კანონი არ არის

ამ ბიჭის დაჭერაც რუსეთია

რუსეთია როდესაც კონსტიტუციას თავზე გახევენ, მომავალს გიკლავენ, დიქტატურას აბეტონებენ და ამის წინააღმდეგ ბრძოლისთვის აქეთ გსჯიან ციხით.

ამ ბიჭის არ დაჭერაზე გადის ახლა ბრძოლის ხაზი. იმ ნაბიჭვრებისთვის მისი სამაგალითოდ დასჯა, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ სხვებმა ვეღარ გაბედონ პროტესტი.

არ უნდა მივცეთ ამის საშუალება რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ამის გააზრება გვჭირდება ყველას. დღეს აქვს სასამართლო 13.00-ზე და იქ დგომაც აუცილებელია.

პ.ს. „ძალადობა არ მოსულა“ ხალხმა ტ***ში გაიკეთეთ ეგ არგუმენტი, ათი კაცი გვირტყამდა, ნიკა მოსიაშვილი-მა ტვინის შერყევით 3 დღე გაატარა საავადმყოფოში, ბრძანების გამცემიც იდენტიფიცირებულია და დაკითხულიც კი არაა არავინ პოლიციელებიდან.“– წერს ზურაბ ჯაფარიძე.

„დროას“ წევრი არ არის, მაგრამ ყველანაირად დავიცავთ“ – რა ვიცით აქციის მონაწილე 21 წლის ბიჭზე, რომელიც პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g