LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯაიანს ეკუთვნის წესის აგება, როცა გადავა მარადისობაში“? – დედა სიდონია

20728
დედა სიდონია

დღეს თბილისში, ვაკის სასაფლაოზე ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე დაკრძალეს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ მას ეკლესიურად წესი არ აუგეს.

მომხდარს სოციალურ ქსელში ეხმაურება დედა სიდონია.

„ჯაიანს ეკუთვნის წესის აგება, როცა გადავა მარადისობაში?“ – წერს სოციალურ ქსელში დედა სიდონია.

„20 ჭრილობიდან ყველაზე მეტი სახის არეში ჰქონდა.. ტიპი ფიქრობდა, თუ გადარჩებოდა კესარია და ვინმე შველას მოასწრებდა, სამუდამო იარებით ყოფილიყო“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

ინფორმაციისთვის, თბილისში, ტრანსგენდერი ქალი, მოდელი კესარია აბრამიძე დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში რამდენიმე დღის წინ მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს. ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g