LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი: რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს საკომპენსაციო პაკეტები და მოცულობა გავაცანით – არჩევანის გასაკეთებლად 90 დღე აქვთ

143
BeFunky-collage

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს გაეცნოთ ყველა ის საკომპენსაციო პაკეტი და მოცულობა, რაზეც სამინისტრომ იმუშავა ბოლო ერთი თვის განმავლობაში , – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს პროექტის განმახორციელებელი ერთეულის მენეჯერმა, ნინო კვერნაძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

ნინო კვერნაძის განცხადებით, სამინისტრომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს 4 ტიპის საკომპენსაციო პაკეტი შესთავაზა, ხოლო არჩევანის გასაკეთებლად 90 დღე აქვთ განსაზღვრული.

„საკომპენსაციო პაკეტი განსხვავებულია შრომის კოდექსისგან და გაცილებით დიდია იმაზე, რასაც შრომის კოდექსი ითვალისწინებს, ძირითადად არის ხოლმე ორი თვე. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი თანამშრომელია, ვისაც გარკვეული სენსიტივები აქვთ ამ კლინიკასთან, ამიტომ მათთვის მოხდა საკმაოდ დიდი პაკეტის შემუშავება. თანამშრომელი, რომელიც მუშაობს მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მისთვის არის განსხვავებული პაკეტი შეთავაზებული, ხოლო იმ თანამშრომლებისთვის, ვინც სხვაგანაც მუშაობს, მისთვის განსხვავებული. შეთავაზება ეხება როგორც სამედიცინო პერსონალს, ასევე, ადმინისტრაციულს, რაც ხშირ შემთხვევაში გამონაკლისია ხოლმე.

იმ შემთხვევაში თუ პირი თავიდანვე უარს იტყვის რესპუბლიკურთან გააგრძელოს რაიმე ტიპის შრომითი ხელშეკრულება, მიცემა 12 თვის ხელფასის ოდენობის კომპენსაცია. იმ შემთხვევაში თუ პირი მუშაობს სხვა სამსახურშიც, მას მიეცემა მხოლოდ 4 თვის კომპენსაცია. იმ შემთხვევაში თუ პირი უარს იტყვის 12 – თვიან ანაზღაურებაზე, მას მიეცემა საშუალება, აირჩიოს სხვა ტოლფასი თანამდებობა და ტოლფასი თანამდებობის არჩევის შემთხვევაშიც კი მიეცემა 4 თვის კომპენსაცია. გვაქვს კიდევ მეოთხე ვარიანტი, თუ დასაქმებული უარს აცხადებს მიმდინარე პოზიციის დატოვებაზე და მასზე ვერ მოხდა ტოლფასი თანამდებობის შეთავაზება, ამ შემთხვევაში განიხილება, რომ მას შეუნარჩუნდეს სამწლიანი ხელშეკრულება. ტოლფასში იგულისხმება მხოლოდ შინაარსობრივად იგივე. თუ არის რომელიმე მიმართულების ან ხელმძღვანელი, ან სპეციალისტი და ა.შ. განიხილება იგივე, თუმცა გეოგრაფიულად რამდენად მისაღები იქნება ბუნებრივია, ეს უკვე ინდივიდუალური მოლაპარაკების საგანია“, – განაცხადა ნინო კვერნაძემ.

ცნობისთვის, რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირითადი სამკურნალო კორპუსის ნაცვლად, ახალი, თანამედროვე სტანდარტების, თანამედროვედ აღჭურვილი სამედიცინო ცენტრის აშენდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g