დიდი ბრიტანეთის საზღვრებს გარეთ, კორონავირუსის ახალი შტამის 11 შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფორმაციას “გარდიანი” ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ორგანიზაციის პრესსპიკერის განცხადებით, ევროპის ქვეყნებმა ახალი ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კონტროლი უნდა გააორმაგონ.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც გასულ კვირას ქვეყანაში გამოჩნდა 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება.
ბრიტანეთის ჯანდაცვა ასევე ადასტურებს, რომ ამ დროისათვის, ლონდონში, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების 60%-ზე მეტში პაციენტები სწორედ ახალი სახეობით არიან დაავადებულები.
ევროპის რამდენიმე ქვეყანამ უკვე შეზღუდა ფრენები გაერთიანებულ სამეფოსთან.
იტალიაში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა
“კორონავირუსის “ახალი” ვარიანტი 70%-ით ადვილად ვრცელდება, ახლა არ არის შესაბამისი დრო როცა შეზღუდვების გამარტივებაზე უნდა ვფიქრობდეთ!” – ბიძინა კულუმბეგოვი
კორონავირუსის ახალი შტამი უფრო მარტივად ვრცელდება, თუმცა მძიმედ მიმდინარეობა არ ახასიათებს-ამირან გამყრელიძე