LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის ახალი შტამი უფრო მარტივად ვრცელდება, თუმცა მძიმედ მიმდინარეობა არ ახასიათებს-ამირან გამყრელიძე

267
DSC-2082-2-1024x576

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შაბათ-კვირას კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელი ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან ამ დროს მოქალაქეებში ტესტირების ჩატარება იკლებს და ამის ფონზეა მკვეთრი შემცირებაც. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” გამყრელიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად შაბათ-კვირის მონაცემებისა, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი ჯერ კიდევ 2 000-დან 3 000-ის ფარგლებშია.

მან ასევე ისაუბრა დიდ ბრიტანეთში გამოვლენილი კოვიდ19-ის ახალი შტამის თაობაზეც. გამყრელიძის თქმით რესპირაციულ ვირუსებს მუტაციები ახასიათებს, ამიტომაც მისი თქმით ეს შტამი ახალი არ არის. მისი თქმით ის მარტივად ვრცელდება, თუმცა მძიმედ მიმდინარეობა არ ახასიათებს.

„რესპირაციულ ვირუსებს ახასიათებთ მუტაციები, ამიტომ ეს შტამი ახალი არ არის. ბრიტანეთში სექტემბერშიც დაფიქსირდა, უბრალოდ, ახლა მეტი დაკვირვების ქვეშაა. დაკვირვების საფუძველზე ნახეს, რომ უფრო მარტივად ვრცელდება. თუმცა არ ახასიათებს, რომ უფრო მძიმედ მიმდინარეობდეს, კლინიკური გამოვლინება დაახლოებით იმავეა, ან კიდევ უფრო მსუბუქი. ასეთია ბრიტანელების და სხვა მეცნიერების პირველადი მონაცემები. შტამებზე დაკვირვება სულ მიმდინარეობს”, – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანმო-ს ცნობით, ვირუსის ახალი ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, მაგრამ არ ითვლება, რომ ის უფრო მომაკვდინებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები