LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანმო: კოვიდ-19-მა 80 ათასიდან 180 000-მდე ჯანდაცვის მუშაკი იმსხვერპლა

50
1

2020 წლის იანვრიდან 2021 წლის მაისამდე, კოვიდ-19-მა 80 ათასიდან 180 000-მდე ჯანდაცვის მუშაკი იმსხვერპლა. 

შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში საუბრობენ.

როგორც ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი ამბობს, ვითარებას ამწვავებს ვაქცინაციის ხელმისაწვდომობაზე არსებული უთანასწორობა.

ჯანმოს მონაცემებით, აფრიკაში 10 მედმუშაკიდან სრულად ვაქცინირებულია მხოლოდ ერთი.

გებრეიესუსი აცხადებს, რომ ვაქცინაციის პროცესში ჯანდაცვის მუშაკებს პრიორიტეტი უნდა მიენიჭოთ.

WHO-ს მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, სამედიცინო სფეროში სულ 135 მილიონი ადამიანია დასაქმებული.

“119 ქვეყნის მონაცემები ცხადყოფს, რომ საშუალოდ, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ყოველი ხუთი ადამიანიდან, მხოლოდ ორია სრულად აცრილი”, – განაცხადა ჯანმოს დირექტორმა.

mazda magti 5g