ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ორგანიზაციის 28 წევრმა სახელმწიფომ კვლავ ტედროს ადანომ გებრეისუსის კანდიდატურა წარადგინა. სააგენტო „როიტერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ტედროს ადანომ გებრეისუსი დირექტორის თანამდებობაზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იქნება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის არჩევნები 2022 წლის მაისშია დაგეგმილი.
ტედროს ადანომ გებრეისუსი ორგანიზაციის ხელმძღვანელად 2017 წელს აირჩიეს. ის პირველი აფრიკელია, რომელიც ამ პოსტზე აირჩიეს.
ინფორმაციისთვის, გებრეისუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორად 2017 წელს კი დანიშნეს. ამ თანამდებობაზე მუშაობის დროს მისი ხუთი ძირითადი პრიორიტეტია ჯანმრთელობის საყოველთაო მიღწევების გაშუქება;
ჯანმრთელობის გადაუდებელი შემთხვევები; ქალთა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობა;
კლიმატის ცვლილებისა და გარემოს გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე,
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეფორმირება.