„ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ციბაძის განცხადებით, ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც ექიმმა აღნიშნა, ლაზარეს ბინაზე, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ.
„საბედნიეროდ, ლაზარეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღევანდელი მისი მაჩვენებლებით აღარ საჭიროებს ინტენსიურ თერაპიაში ყოფნას. გარკვეული კონსულტაციების შემდეგ გადავწყვეტთ გაშვებას ბინაზე, ამბულატორიულად მკურნალობის გასაგრძელებლად. ამას დღეს ვგეგმავთ“, – აღნიშნავს დავით ციბაძე.
