LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ექიმებმა ქეით მიდლტონს ბუკინგემის სასახლის აივანზე გასვლის უფლებაც არ მისცეს

547
ქეით-მიდლტონი

ბრიტანელები მოუთმენლად ელოდნენ ქეით მიდლტონის გამოჩენას Trooping the Colour-ის ცერემონიალზე, სადაც უელსის პრინცესა ბრიტანეთის და ირლანდიის გვარდიის წევრებს ბუკინგემის სასახლის აივნიდან უნდა მისალმებოდა. უკვე ცნობილია, რომ მიდლტონი ღონისძიებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრება. ექიმებმა მიიჩნიეს, რომ უელსის პრინცესისთვის ბუკინგემის სასახლის აივანზეც გამოსვლაც კი, სარისკოა. სიმსივნესთან მებრძოლმა პრინცესამ ცოტა ხნის წინ „ტვიტერზე” წერილი გამოაქვეყნა, სადაც ირლანდიური გვარდიის წარმომადგენლობას, ღონისძიებაში მონაწილეობისთვის მადლობას უხდის და წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ ცერემონიალში ვერ მონაწილეობს:

„მინდა დიდი ბოდიში მოგიხადოთ მთელს პოლკს იმის გამო, რომ ვერ ვიღებ ღონისძიებაში მონაწილეობას. ვიმედოვნებ, მალე გინახულებთ. მინდა გადმოგცეთ ჩემი საუკეთესო სურვილები, სიყვარულით, ქეითი” – ნათქვამია განცხადებაში. 

ქეით მიდლტონი ირლანდიის გვარდიის საპატიო პოლკოვნიკია.  

ქეით მიდლტონი, შესაძლოა, სამეფო ვალდებულებების შესრულებას აღარასოდეს დაუბრუნდეს

ქეით მიდლტონმა ცნობილ ილუზიონისტს წერილი გადასცა, სადაც ეწერა: „მიშველეთ“ – დასავლური მედია

ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს – უელსის პრინცესა ვიდეომიმართვას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები