LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანო ყინვაში დაბრუნდა, ვაკო გოლით – კაშიამ აიაქსი დაამარცხა (ვიდეო)

95

გასულ უქმეებზე ევროპაში მორიგი ტურის მატჩები ჩატარდა. ბუნებრივია ითამაშეს ქართველმა ლეგიონერებმა.

 

რუსეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩი “ლოკომოტივსა” და “სპარტაკს” შორის დიდთოვლობის გამო უნდა გადადებულიყო, მაგრამ მაინც ითამაშეს და 0:0 დასრულდა.
მასპინძელთა მცველმა საბა კვირკველიამ -15 გრადუს ტემპერატურაზე მოკლესახელოებიანი მაისურით შეუცვლელად იასპარეზა, ხოლო სტუმართა გუნდის ნახევარმცველი ჯანო ანანიძე, რომელსაც ტრავმის გამო რამდენიმე თვე გაუცდა, 78-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

“ლოკომოტივი” 46 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა, ხოლო “სპარტაკი” 38 ქულით მეხუთეზე.

 

 

ჰოლანდიის ჩემპიონატის 26-ე ტურში გურამ კაშიას “ვიტესმა” არნემში “აიაქსი” 3:2 დაამარცხა.
კაშიამ შეუცვლელად ჩაატარა და მისი პასით 71-ე წუთზე ბრიან ლინსენმა გოლი გაიტანა.
“ვიტესი” 41 ქულით მე-6 ადგილზეა.

 

შვეიცარიის ჩემპიონატის 24-ე ტურში ვაკო გვილიას “ლუცერნი” სტუმრად აუტსაიდერ “სიონს” დაუზავდა 1:1.

ეს შეხვედრა ვაკომ შეუცვლელად ჩაატარა და საგოლე გადაცემა გააკეთა.
“ლუცერნი” აგებდა და პირველი ტაიმის ბოლო წუთზე, 23 წლის ქართველმა ფეხბურთელმა შესანიშნავი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა პასკალ შურპფი, რომელმაც კარგი გადაცემა თანაგუნდელს დაუფასა და გაათანაბრა.
ეს ვაკოს მეოთხე მატჩი იყო “ლუცერნის” რიგებში (ზედიზედ მესამე სასტარტოში).

“ლუცერნი” 31 ქულით სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.

 

 

ავსტრიის ბუნდესლიგის ცენტრალურ მატჩში “ზალცბურგისა” და ვენის “რაპიდის” დაპირისპირება მასპინძელთა და გათამაშების ლიდერის გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.
დედაქალაქელთა შემადგენლობაში 58 წუთი გაატარა მოედანზე საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ.
ამ წაგების შემდეგ “რაპიდი” 10 გუნდში მე–4 ადგილს 39 ქულით იკავებს.

 

მორიგი მარცხი განიცადა ესპანეთის მეორე დივიზიონში “სევილია ბ”–მ. ამჯერად, ანდალუსიური გუნდი ხიხონის “სპორტინგთან” დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველი, გიორგი აბურჯანია, რომელმაც წინა ტური სიცხის გამო გამოტოვა, მატჩში მოედანზე 79–ე წუთამდე იყო.
ამ მარცხის შემდეგ აბურჯანიას გუნდი 16 ქულით ბოლო ადგილზეა.

 

პორტუგალიის სეგუნდა ლიგაში “ვიზეუ’’ შინ 0:2 დამარცხდა “ოლივეირენსესთან.’’ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა “ვიზეუს’’ ქართველმა შემტევმა ავთო ებრალიძემ, მისმა გუნდმა კი ორი პენალტი ვერ გაიტანა.

პორტუგალიის ელიტარულ ლიგაში ”სეტუბალმა” შინ 1:0 დაამარცხა ”რიუ ავე,” რომლის განაცხადში ქართველი მეკარე გიორგი მაკარიძე ვერ მოხვდა.

 

ამერიკის MLS-ის პირველივე ტურში გატანილი გოლით გამოიჩინა თავი ვაკო ყაზაიშვილმა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, “მინესოტასასთან” მოგებულ შეხვედრაში (3:2), “სან ხოსეს” რიგებში მეორე გოლის ავტორი გახდა.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა მატჩში ორი საგოლე გადაცემაც შეასრულა.
25 წლის ყაზაიშვილისთვის ეს ამერიკაში მე-5 გატანილი გოლია.

https://www.youtube.com/watch?v=_oqqkxSw9-4

 

უკრაინის ჩემპიონატის 22-ე ტურში “კარპატი” ლვოვში 0:3 დამარცხდა “შახტართან”. ისევე როგორც წინა შეხვედრაში “ჩერნომორეცთან”, ეს მატჩიც შეუცვლელად ჩაატარა ქართველმა მცველმა ნიკა სანდოხაძემ. დონეცკელთა რიგებში არ ყოფილა დავით ხოჭოლავა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g