LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანსუღ კახიძის სახელობის   მე-4 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 3-23 მაისს გაიმართება

141

3-23 მაისს, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი, ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-4 საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს უმასპინძლებს. ღონისძიება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში, 3 მაისს,  ხუთგზის „გრემის“ მფლობელი ვოკალური ჯგუფის The Swingles კონცერტი ჩატარდება, 10 მაისს, მსმენელის წინაშე სამგზის გრემის მფლობელი ამერიკელი ლეგენდარული ჯაზ ვოკალისტი  Dee Dee Bridgewater  წარდგება.  19 მაისს, ავსტრიული  ვირტუოზული შესაძლებლობების  ინსტრუმენტალისტთა ანსამბლის „Janoska Ensemble “ კონცერტია დაგეგმილი,  23 მაისს კი, ფესტივალი  ქართველი ჯაზვოკალისტის  მაია ბარათაშვილის, თბილისის ბიგ-ბენდისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტით დაიხურება. საიუბილეო კონცერტი მაია ბარათაშვილის სცენაზე მოღვაწეობის 25 წელს მიეძღვნება.

ჯანსუღ კახიძის სახელობის  საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, 2015 წელს, ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ – კულტურული ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის  სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა. პირველი ფესტივალი ქართველი დირიჟორის ჯანსუღ კახიძის 80 წლის საიუბილო თარიღს მიეძღვნა.  ფესტივალი ყოველწლიურია; თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ფესტივალში მონაწილეობდნენ ისეთი მსოფლიო ვარსკვლავები, როგორებიც არიან ‘The Manhattan Transfer’, ‘New York Voices’, ‘TAKE 6’, Ivan Lins, Bob James, Patti Austin, The Real Group.

ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-4 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველის კულტურისა და სპორტის  სამინისტრო, ქ.თბილისის მერია.  პარტნიორები:  კომპანია „სუფთა სახლი“,  ფონდი „ქართული გალობა“, სასტუმროები – რუმსი და სტამბა, რესტორანი – თბილისური მუხამბაზი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები