ოსკაროსანი მსახიობისა და მუსიკოსის, ჯარედ ლეტოს ბენდმა, Thirty seconds to mars დღეს ახალი ალბომი, სახელწოდებით It’s the end of the world, but it’s a beautiful day გამოუშვა.
ალბომი ჯგუფის დისკოგრაფიაში რიგით მეექვსეა და წინა ორი ალბომის მსგავსად, ისიც ელექტრო მუსიკისა და როკ-მუსიკის სინთეზს წარმოადგენს. არტისტის თქმით, ალბომის ინსპირაცია 80-ანი წლების ელექტრონული მუსიკა იყო.
აღსანიშნავია, რომ ალბომის მეექვსე ტრეკში, world on fire გიტარის პარტია ცნობილმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ედ შირანმა ჩაწერა. ხოლო მეცხრე ტრეკში, სახელწოდებით Midnight Prayer, ვოკალის პარტიას ჯგუფის მეორე წევრი, ჯარედის ძმა, შენონ ლეტო ასრულებს. ჯგუფი ალბომზე კოვიდ-პანდემიის პერიოდში მუშაობდა.