LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯარში გაწვევა 13 აპრილამდე გადაიდო, სასწავლო პროცესი აპრილში განახლდება

10950
3

საქართველოს პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ დადგენილია ყველა იმ ადამიანის ვინაობა, ვისაც კონტაქტი ქონდათ დაინფიცირებულ პირებთან. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს. გახარია ამბობს, რომ პანიკის დრო არ არის და უნდა ვიყოთ ერთიანები, თუმცა ამ “ერთიანობაში” ის არ გულისხმობს მოქალაქეების თავშეყრას, პირიქით, მან განმარტა, რომ უნდა მოვერიდოთ ისეთ ადგილებს, სადაც ხალხმრავლობაა.

პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, აპრილამდე გახანგრძლივდა სასკოლო და სხვა დაწესებულებების არდადეგები. გახარიამ განმარტა, რომ უსაფრთხოების მიზნით, მთავრობა ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები.

“ახლა არ არის პანიკის დრო, ახლა არის ერთიანობის დრო. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. მთავრობის დადგენილებით გადაიდება სასკოლო-სასწავლო დაწესებულებებში სწავლის დაწყება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ 13 აპრილამდე გადაიდება ჯარში საგაზაფხულო გაწვევები.

სახელმწიფო უწყებებსა და კერძო სტუქტურებს რეკომენდაცია ეძლევათ დისტანციური მუშაობაზე გადავიდნენ

 

magti 5g