LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯასტინ ბიბერის ახალ კლიპში Victoria’s Secret-ის „ანგელოზები“ მონაწილეობენ

36

9 ივნისს ჯასტინ ბიბერი ახალი სინგლის, „2U“-ს პრეზენტაციას გეგმავს, რომელიც ცნობილ დიჯეისთან, დევიდ გეტასთან კოლაბორაციას წარმოადგენს.

სანამ სიახლე ხელმისაწვდომი გახდება, ცნობილი ხდება, რომ მასზე გადაღებულ კლიპში ცნობილი ლამაზმანები, ბრენდ Victoria’s Secret-ის „ანგელოზები“ – ელზა ჰოსკი, ჟასმინ ტუკსი, სარა სამპაიო და სხვა ლამაზმანები მონაწილეობენ. რამდენიმე თიზერი ბიბერმა საკუთარ „ინსტაგრამზე“ უკვე გამოაქვეყნა.

“2U“ პირველი სინგლი გახდება ბიბერის ახალი ალბომიდან, რომლის შესახებაც ამ ეტაპზე სხვა არაფერია ცნობილი. მომღერლის უკანასკნელი დისკი „Purpose“ 2015 წელს გამოვიდა. ვიდეო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები