LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯასტინ ბიბერის შოუ ,,კოაჩელაზე”, რომელმაც ინტერნეტი ააფეთქა – მინიმალისტური პერფორმანსი თუ იმპროვიზებული წარმოდგენა?

301
photo-collage.png

ჯასტინ ბიბერი Coachella-ს ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი შემსრულებელი იყო. მისი შაბათ საღამოს გამართული პერფორმანსი განსაკუთრებული განხილვის საგანი გახდა.

მომღერლის გამოსვლა გამოირჩეოდა მინიმალისტური სტილით და მოულოდნელი ფორმატით, რაც ბევრისთვის საკამათო აღმოჩნდა.

პერფორმანსის პირველი ნახევარი დაეთმო სიმღერებს მისი 2025 წლის ალბომებიდან — Swag და Swag II.

შოუს შუა ნაწილში, ის სცენაზე ლეპტოპთან იჯდა და ფანების თხოვნით საკულტო ჰიტებს YouTube-ზე ჩართული ვიდეოების თანხლებით მღეროდა. პუბლიკისთვის განსაკუთრებით ემოციურად 2010 წლის სიმღერის – Baby შესრულება იქცა.

შოუს დასკვნით ნაწილში სცენაზე მასთან ერთად გამოჩნდნენ: Tems, Wizkid, The Kid LAROI, Dijon და Mk.gee.

აღსანიშნავია, რომ ბიბერი სცენაზე უბრალოდ ჰუდითა და შორტებით წარდგა, ყოველგვარი ქორეოგრაფიისა და სპეცეფექტების გარეშე.

არტისტის ჰედლაინერული გამოსვლა ფანების ნაწილმა „ზედმეტად მარტივად“ მიიჩნია, სხვებმა კი მას „ინტიმური და გულწრფელი“ უწოდეს.

კრიტიკოსების შეფასებით, ეს იყო მომღერლის მცდელობა, დაემსხვრია ტრადიციული „პოპ-ვარსკვლავის“ სტანდარტები და მაყურებელთან უფრო ახლო, ადამიანური კავშირი დაემყარებინა.

ცნობისთვის, ჯასტინ ბიბერი სცენაზე 4-წლიანი პაუზის შემდეგ წარდგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები