მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯასტინ ტერუ ჯენიფერ ენისტონთან დაშორებას განიცდის, ტყუილი აღმოჩნდა. 46 წლის მსახიობმა ენისტონს შემცვლელი უკვე უპოვა და ეს 26 წლის ნიუ-იორკელი მოდელია. პაპარაცებმა ახალი წყვილი სწორედ ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობისას გადაიღეს, სადაც მსახიობი და ახალგაზრდა მოდელი საკმაოდ ბედნიერად გამოიყურებოდნენ. ქუჩაში სეირნობის შემდეგ მათ ღია ცის ქვეშ, კაფეშიც გადაინაცვლეს, სადაც წვენებს შეექცეოდნენ, ბევრს საუბრობდნენ და ერთმანეთს უღიმოდნენ.
ცნობილი ხდება ჯასტინ ტერუს ახალი რჩეულის ვინაობაც. ის ერიკა კარდენასია და მიუხედავად იმისა, რომ თავად წყვილი ჯერ ოფიციალურად ურთიერთობას არ ადასტურებს, მედიაში მათი რომანი პრაქტიკულად დადასტურდა.