ჯასტინ ტიმბერლეიკი იმდენად მოხიბლა მამის ამპლუამ, რომ ბოლო თვეები სცენას ჩამოშორდა. ამჯერად ცნობილი ხდება, რომ მაისში მომღერალი ახალი სიმღერით ბრუნდება.
ცნობილი ხდება ისიც, რომ ტიმბერლეიკმა რამდენიმე ახალი სიმღერაც მოამზადა ახალი ალბომისთვის, რომლის გამოსვლაც 2016 წლის ბოლოს იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ ჯასტინის უკანასკნელი დისკები „The 20/20 Experience“ და „The 20/20 Experience – 2 of 2“, რომლებით მცირე ინტერვალით გამოვიდა, 2013 წლით თარიღდება.