გაჩნდა ინფორმაცია, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკის ახალი სიმღერა „Man of the Woods“ 5 იანვარს გამოვა.
სიახლე წამყვანი სინგლი იქნება მუსიკოსის ახალ, რიგით მეხუთე ალბომში, რომლის დეტალებიც ამ დროისთვის არ ხმაურდება.
შეგახსენებთ, რომ ტიმბერლეიკის უკანასკნელი დისკი „The 20/20 Experience – 2 of 2“ გაყიდვაში 2013 წლის სექტემბერში გამოვიდა. ალბომი ამერიკული Billboard 200-ის სათავეში მოხვდა.