ჯასტინ ტიმბერლეიკმა სცენაზე დაბრუნების შესახებ ცოტა ხნის წინ განაცხადა. განცხადებიდან რამდენიმე დღეში კი მან ახალი სიმღერა „Can’t Stop the Feeling“ წარმოადგინა. სიახლე ანომიაციური ფილმ „ტროლის“ საუნდტრეკს წარმოადგენს და ის საკმაოდ რიტმული და მელოდიურია.
სიმღერის პროდიუსერია შვედი ჰიტმეიკერი მაქს მარტინი. ამ მომენტისთვის ჯასტინი ახალ ალბომზე მუშაობს, რომლის რელიზიც წლის ბოლომდე იგეგმება.
მუსიკოსის უკანასკნელი ალბომი „The 20/20 Experience“ 2013 წელს გამოვიდა. ის კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს და კომერციულადაც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.