საკუთარ სოციალურ ქსელში ჯასტინ ტიმბერლეიკმა ახალი ალბომი სახელწოდებით „Man of the Woods“ დააანონსა. დისკი მიმდინარე წლის თებერვალში გამოვა და ის მუსიკოსის პირველი კრებული იქნება ბოლო 5 წლის მანძილზე.
„ჩემი შთაგონება ჩემი ოჯახია, შვილი და ცოლი. ეს ალბომი ძალიან პირადული იქნება და მე ჩემს მეორე მხარეს გიჩვენებთ“, – ასეთი კომენტარი გააკეთა ჯასტინმა ახალ ნამუშვარზე.
ტიმბერლეიკის უკანასკნელი დისკი „The 20/20 Experience Pt. 1 and Pt. 2.“ 2013 წელს გამოვიდა. მანამდე მომღერალმა, 2016 წლის გაზაფხულზე სიმღერა „Can’t Stop the Feeling“ გამოუშვა, რომელიც მსოფლიო ჰიტი გახდა.
FRIDAY… https://t.co/oydnUMzBE8 pic.twitter.com/sGmZ5Jvacb
— Justin Timberlake (@jtimberlake) January 2, 2018