LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯებირს შეეჯახა, შემდეგ კი მდინარეში გადავარდა“ – გურიაში ახალგაზრდა მამაკაცი ავარიას ემსხვერპლა

324
ავარია

ავტოსაგზაო შემთხვევას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა. სოფელ ოდილაურის მკვიდრი, ახალგაზრდა ჩოჩხათში საკუთარი ავტომობილით ჯებირს შეეჯახა, შემდეგ კი მდინარე შუთში გადავარდა. მამაკაცი ავტომობილში მარტო იმყოფებოდა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g