LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Jeep-მა ახალი Compass-ი გამოაჩინა

122

კომპანია Jeep-მა ქროსოვერ Compass-ის ახალი თაობის ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნა. ამერიკული კომპანიის ახალი მოდელი ბრაზილიის ქალაქ გოანაში აიწყობა. ,,ლამაზმანი’’ 100 ქვეყნის ავტობაზარზე გაიყიდება. კომპანიის გადაწყვეტილებით, ბაზარზე მოდელის 17 განსხვავებული ვარიანტი განთავსდება, რომელიც სხვადასხვა აგრეგატის ტიპითა და ტრანსმისიით იქნება წარმოდგენილი.

დამატებითი ინფორმაცია და ტექნიკური მახასიათებლების დეტალური ანალიზი საჯარო პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე გახდება ცნობილი.

რაც შეეხება მოდელის გაბარიტებს: არაოფიციალური მონაცემებით, ავტომობილის სიგრძე 4419 მმ-ს, სიგანე 1818 მმ-ს, ხოლო სიმაღლე 1648 მმ-ს შეადგენს. ახალი ავტომობილი Renegade-ზე გრძელი და Cherokee-ზე მოკლე იქნება.

Jeep Compass-ის გაყიდვები ამერიკის შეერთებულ შტატებში 2017 წლის პირველ კვარტალში დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები