ორივე მოდელმა ძალიან ცუდი შედეგი აჩვენა და ერთი ვარსკვლავიც კი ვერ დაიმსახურა. Jeep Wrangler-ის შემთხვევაში პრობლემა მძღოლის მკერდისა და ფეხების დაცვა იყო. გარდა ამისა, ძლიერი შეტაკების შემთხვევაში მძღოლის გვერდით მჯდომი მგზავრიც სერიოზულად ზიანდება და ფატალური დასასრულის რისკიც ძალიან მაღალია.
უვარსკვლავოდ დარჩა მეორე მანქანაც და მან Euro CNAP-ის ისტორიაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელი დააფიქსირა. თუმცა, Fiat-ის შემთხვევაში ცუდი დაცვის დემონსტრირება უჩვეულო ნამდვილად არ არის და არანაკლებ შერცხვა ასევე Fiat Punto-ც. ხოლო რაც შეეხება Panda-ს – თავის და მკერდის ტრავმის მიღების რისკია ყველაზე მაღალი.
აღსანიშნავია, რომ პატარა მგზავრების შემთხვევაში დაცულობის მაჩვენებელი ორივე მოდელზე ნულს უტოლდება და განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ 10 წლამდე ბავშვები არიან.