LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Jeep Wrangler-ის მფლობელები მწარმოებელს სასამართლოში უჩივიან

83
jeep-wrangler-news19

Jeep Wrangler-ის მფლობელები გაერთიანდნენ და საერთო სარჩელი შეადგინეს. ისინი ირწმუნებიან, რომ დიდი სიჩქარით გადაადგილებისას ყველგანმავალი უმართავი ხდება.

ავტომოყვარულებმა Jeep-ს მიჩიგანის შტატში უჩივლეს და ისინი ირწმუნებიან, რომ კროსოვერი ძალიან საშიშია. მაღალი სიჩქარის განვითარების დროს ავტომობილი წინა საბურავებთან კონტაქტს კარგავს და ამ დროს ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება. ავტომფლობელებს იმის წარმოდგენაც კი უჭირთ, გაუმართაობის გამო რამდენი უბედური შემთხვევა შეიძლება მოხდეს.

გამოძიება უკვე დაწყებულია, Jeep-ს კი ოფიციალური განცხადება ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები