ჯეი ლო და ბენ აფლეკი 2 წლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს ოფიციალურად დაშორდნენ. განქორწინების დოკუმენტაცია გამოცემა People-მა მოიპოვა.
შედეგად, ცნობილი ხდება, რომ ჯეი ლოსა და ბენს სადაო და გასაყოფი აღარაფერი აქვთ. მათ შეთანხმებას მშვიდობიანად მიაღწიეს და ერთმანეთის ქონებაზე პრეტენზია არცერთ მხარეს არ აქვს.
დოკუმენტაციაში მხოლოდ ერთი მოთხოვნაა წაყენებული. ეს გახლავთ ის პუნქტი, რომელშიც ჯენიფერ ლოპესი ექს-მეუღლისგან 5 მილიონ დოლარად შეფასებული ბრილიანტის ნიშნობის ბეჭდის დატოვებას ითხოვს.
ცნობისთვის, ეს ბენ აფლეკის მიერ ნაჩუქარი უკვე მეორე ნიშნობის ბეჭედია. პირველად ჯეი ლომ საქმროსგან ბეჭედი შორეულ 2002 წელს მიიღო, თუმცა მაშინ წყვილმა ქორწილი ჩაშალა და ერთმანეთს 20 წლით დაშორდა.
ფოტო: „ბენიფერის“ რომანი ხელახლა იწყება – ჯეი ლომ ექს-მეუღლეს სახლში მიაკითხა
„ისინი განშორების შემდეგაც შეინარჩუნებენ ურთიერთობას“ – უახლესი დეტალები „ბენიფერის“ შესახებ