ბოლო რამდენიმე კვირაა არ წყდება საუბრები ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის განშორების შესახებ. ჩვენ უკვე უამრავი ვერსია მოვისმინეთ, დასავლური მედია ფაქტობრივად შეპყრობილია „ბენიფერის“ პირადი ცხოვრებით.
ამ დრომდე არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. და აი, ბოლოს და ბოლოს, 54 წლის არტისტმა და მსახიობმა დუმილი დაარღვია.
ჯეი ლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტერვიუ გავრცელდა, რომელშიც ვარსკვლავი ახალი ფილმის, „ატლასის“ წარმატებაზე საუბრობს, ერთ მომენტში კი ასეთ ფრაზას ამბობს:
„ახლა მსოფლიოში დიდი ნეგატივი ტრიალებს, ნუ დაიჯერებთ ყველაფერს და არ მისცეთ ჭორებს იმის საშუალება, რომ დაჩრდილოს ის ადგილი, სადაც დიდი სიყვარული სუფევს“, – ამბობს ლოპესი.