როგორც ცნობილია, დომინიკის რესპუბლიკაში ახალი ფილმის, Shotgun Wedding გადაღებები მიმდინარეობს, სადაც ჯეი ლოს პარტნიორობას ლენი კრავიცი და ჯოშ დუამელი უწევენ. არტისტს გადაღებებზე საქმრო, ალექს როდრიგესი და შვილები ახლავს.
ფოტო: ჯენიფერ ლოპესი საქორწილო კაბაში ახალ საქმროსთან ერთად გამოჩნდა
ახლახანს ლოპესმა სოციალურ ქსელში უახლესი ფოტოები გაავრცელა. ის და მისი შვილები აუზში ნებივრობენ. ფოტო ალექსმაც გაავრცელა, ის საცურაო აუზში დგას და დაკუნთულ სხეულს უკეთებს დემონსტრირებას.
შეგახსენებთ, გასულ თვეს, 51 წლის ჯენიფერ ლოპესისა და 45 წლის ალექს როდრიგესის განშორების შესახებ შოკისმომგვრელი ინფორმაცია გავრცელდა. თუმცა, საბოლოოდ გაირკვა, რომ წყვილი კვლავ ერთადაა და კრიზისული პერიოდის გადალახვას ცდილობს.