ბოლო  დღეებია მედია აქტიურად განიხილავს ჯენიფერ ლოპესისა და ალექს როდრიგესის დაშორების ამბავს. თუმცა, საკითხი ბოლომდე გადაჭრილი არაა, რადგან წყვილმა დაშორება ბოლომდე არ დაადასტურა და განაცხადა, რომ ურთიერთობა ამჯერად გადახედვის ეტაპზეა.

დღეს ინტერნეტში ჯენიფერ ლოპესის ახალი ფოტოები ვრცელდება, სადაც ვარსკვლავი საქორწილო კაბაში გამოჩნდა. საუბარია მსახიობის ახალ ფილმზე, რომლის გადაღებები ამ მომენტისთვის მიმდინარეობს. ჯეი ლოს პარტნიორი ახალ ფილმში ჯოშ დიუმელია და სავარაუდოდ, ამჯერად ქორწილის სცენას იღებენ. პროექტზე ბევრი არაფერია ცნობილი. ვიცით მხოლოდ ის, რომ ეს ახალი რომანტიკული მელოდრამაა, სადაც ჯენიფერ ლოპესი მორიგ ჯერზე საქორწილო კაბაში ჩნდება.

 

მსგავსი თემები