დღეს ჯენიფერ ლოპესს 55 წელი შეუსრულდა. როგორც ცნობილია, არტისტი იუბილეს გრანდიოზულად აღნიშნავს. პირველი წვეულება უკვე მოეწყო, რომელსაც ჯეი ლოს მეუღლე, ბენ აფლეკი არ დასწრებია.
წყვილის შესახებ ახლახან ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ინსაიდერმა გამოცემას განუცხადა, რომ წყვილი აქტიურად ცდილობს ურთიერთობის დარეგულირებას.
„როცა ისინი მიხვდნენ, რომ მათ ქორწინებას საფრთხე ემუქრებოდა, ცოტა ხნით ერთმანეთისგან დასვენება გადაწყვიტეს. სიშორემ მათი ემოციები და გრძნობები გაამძაფრა. ისინი ერთმანეთს სასიყვარული წერილებს უგზავნიან“, – აცხადებს წყარო.
ჩვენ კი დაველოდოთ, გამოჩნდება თუ რა ჯენიფერ ლოპესის ცხოვრების მთავარი სიყვარული, მეუღლის გრანდიოზულ იუბილეზე.
ვიდეო: მას შემდეგ, რაც ბენმა მეუღლის იუბილე გამოტოვა, ჯეი ლო ქორწინების ბეჭედს საგულდაგულოდ მალავს
