ჯეი ლო მეუღლესთან, ბენ აფლეკთან უთანხმოებისა და ჩაშლილი მუსიკალური ტურნეს ფონზე, ლოს-ანჯელესის გზატკეცილზე გადაიღეს. ის მანქანაში იჯდა, რომელსაც მისი პროდიუსერი, ბენი მედინა მართავდა. 54 წლის არტისტსა და მსახიობს საკმაოდ შეშფოთებული და დამწუხრებული სახე ჰქონდა.
ცნობისთვის, ტურნეს ჩაშლის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ჯეი ლოს წარმომადგენლების განცხადებით, არტისტმა დროებით შემოქმედებითი პაუზის აღება გადაწყვიტა, რათა მთელი დრო ოჯახს დაუთმოს. თუმცა, მედიაში აქტიურად ვრცელდება ჭორები იმის შესახებ, რომ, ჯენიფერ ლოპესმა საზაფხულო ტურნე ბილეთების გაყიდვის დაბალი მაჩვენებლის გამო გააუქმა.
ჯენიფერ ლოპესმა საზაფხულო ტურნე ბილეთების გაყიდვის დაბალი მაჩვენებლის გამო გააუქმა – ,,ვერიეთი”
ვიდეო: ვინ არის ჯენიფერ ლოპესის პირადი მცველი, რომელმაც ეშხით თავად ჯეი-ლოც დაჩრდილა