LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეი ლოსთან დაშორებამდე და დაშორების შემდეგ – ალექს როდრიგესი ფოტოს ავრცელებს

10616
page

როგორც იცით, ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი 4 წლიანი რომანის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ, ამის შესახებ პირველად ინფორმაცია ჯერ კიდევ  მარტში გავრცელდა. ინტერნეტსივრცეში გაშორების შესაძლო მიზეზებზე საუბარი არ წყდება, საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ ალექსმა ჯეი ლოს უღალატა, ზოგსაც მიაჩნია, რომ ლოპესს უბრალოდ მობეზრდა მასთან ურთიერთობა.

როდესაც უკან მოსაბრუნებელი ყველა გზა მოჭრილია – მიტოვებული ალექს როდრიგესი მიფრინავს

რთულ პერიოდში არც ალექსი და არც ჯენიფერი არ ერიდება და „ინსტაგრამზე“ ჩვეულ აქტიურობას ინარჩუნებს. თუკი ცოტა ხნის წინ ლოპესმა ფოტოების სერია გაავრცელა, სადაც შესანიშნავად გამოიყურება, ალექსმა თავის ათლეტურ სხეულს გაუწია აფიშირება.

თავისუფალი და ბედნიერი – 51 წლის ჯეი ლო ახალ ფოტოებს ავრცელებს

45 წლის როდირგესმა ორი ფოტო გაავრცელა, ერთი ფოტო 2020 წელსაა გადაღებული, მეორე კი 2021 წელს, ლოპესთან დაშორების შემდეგ.

მართალია ალექსმა აქცენტი წონაზე გააკეთა, თუმცა მახვილ თვალს არ გამოეპარება მისი გამომეტყველება, პირველ ფოტოში ის ბედნიერად გამოიყურება, მეორეში კი სახეზე ტრაგიზმი ეტყობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები