LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც უკან მოსაბრუნებელი ყველა გზა მოჭრილია – მიტოვებული ალექს როდრიგესი მიფრინავს

403
page

ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი 4 წლიანი რომანის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ, ამის შესახებ პირველად ინფორმაცია ჯერ კიდევ  მარტში გავრცელდა. წყვილმა საგანგებო განცხადება წინა კვირას გაავრცელა. ინტერნეტსივრცეში გაშორების შესაძლო მიზეზებზე საუბარი არ წყდება, საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ ალექსმა ჯეი ლოს უღალატა, ზოგსაც მიაჩნია, რომ ლოპესს უბრალოდ მობეზრდა მასთან ურთიერთობა.

„მათ მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ“ – ლოპესი-როდრიგესის განშორების შესახებ ახალი დეტალები გამოიკვეთა

სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ლოპესის უახლესი ფოტოები გავრცელდა, არტისტი ბედნიერი და თავისუფალია და როგორც ჩანს 4 წლიანი რომანის დასრულებას დიდად არ განიცდის.

თავისუფალი და ბედნიერი – 51 წლის ჯეი ლო ახალ ფოტოებს ავრცელებს

რასაც ვერ ვიტყვით ალექს როდრიგესზე, ის კონექტიკუტის აეროპორტში გადაიღეს. ის სრულიად მარტო იყო და აშკარა სასოწარკვეთაც ეტყობოდა. როგორც ჩანს, ყოფილი სპორტსმენი თავიდან ფეხებამდე საქმეშია გადაშვებული, რათა წარუმატებელ რომანსა და ჯეი ლოზე არ იფიქროს. მას მხოლოდ მოგონებებიღა დარჩა. აღნიშნული ფოტოების გავრცელების შემდეგ კომენტარები არ წყდება. საზოგადოებას აშკარა აგრესია აქვს ალექსის მიმართ.

„ჯეი ლოს რომ უღალატებ, შენი ადგილი ჯოჯოხეთშია“, „არასდროს იყო ლოპესის ღირსი“, „ნახეთ როგორი მარტოსულია“, – წერენ კომენტარებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები