LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯეი ლოსთან დაშორების შემდეგ ალექსი ქალებთან ურთიერთობაზე უარს აცხადებს“ – რა ხდება როდრიგესის პირად ცხოვრებაში

96
page

ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი ერთმანეთს 5 თვის წინ დაშორდნენ. ახლა ჯეი ლო ყოფილ საქმროს ბენ აფლეკს ხვდება. აღნიშნული მოვლენების შემდეგ მიტოვებული სპორტსმენის შესახებ ბევრი რამ დაიწერა. ტაბლოიდები აცხადებდნენ, რომ 46 წლის ალექსი რეალითი შოუს ვარსკვლავს, მედისონ ლიკროის ხვდებოდა, შემდეგ ის კეტი ჰოლმსის სახლიდან გამოსული დააფიქსირეს, სულ ცოტა ხნის წინ კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ როდრიგესი ბენ აფლეკის ყოფილ შეყვარებულს, ლინდსი შუკუსს ხვდება.

რევანში – ალექს როდრიგესი ბენ აფლეკის ყოფილ შეყვარებულს, ლინდსი შუკუსს ხვდება

ყოველივე ეს ჭორებია თუ სიმართლე, დანამდვილებით ვერ ვიტყვით, თუმცა ფაქტია, ალექსი პრესას ჭორების გავრცელებისკენ თავად უბიძგებდა. მან „ინსტაგრამზე“ ყოფილ ცოლთან გადაღებული ვიდეოც კი გაავრცელა.

ალექს როდრიგესი ყოფილ ცოლთან ერთად გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს

„სინტია, მსოფლიო დონის დედა, ყინულის პაკეტი ხომ არ გნებავთ?“, - ასე დაასათაურა ალექსმა ვიდეო

თუმცა სულ ცოტა ხნის წინ ინსაიდერმა ახალი ცნობები გაასაჯაროვა. მის თქმით, ჯენიფერთან დაშორების შემდეგ ალექსი ნებისმიერ ურთიერთობაზე აცხადებს უარს და მარტო ყოფნა სურს.

„ჯეი ლოსთან გაშორების შემდეგ ის ახალ ურთიერთობებზე უარს ამბობს და ქალებს აღარ შეხვდება, შესაბამისად არც შუკუსს ხვდება“, – აცხადებს სპორტსმენთან დაახლოებული პირი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები